სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია მოწმის სტატუსით გამოკითხეს

17-05-2018

კლუბ „ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მან სამმართველო რამდენიმე წუთის წინ ადვოკატთან ერთად დატოვა. მისი თქმით, ეს იყო უბრალო დაკითხვა-დაკითხვისთვის.


„ეს იყო უბრალოდ დაკითხვა-დაკითხვისთვის, ზოგადი კითხვებით. ჩემი პირადი აზრით, ბევრი არასაჭირო კითხვით და პროვოკაციული კითხვით. ალბათ, ერთ-ერთი მექანიზმია სამინისტროსი, განხორციელდეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ მოვწყდეთ საკუთარ საქმეებს და უბრალოდ დავკარგოთ დრო.


ისეთი ზოგადი კითხვები იყო, რაც ისედაც იციან. ვთვლი, რომ ეს რეჟიმი არის სრულიად მიუღებელი. ალბათ ჩემ სხვა თანაგუნდელებსაც აქ დაუძახებენ და ეს უბრალოდ ერთ-ერთი მექანიზმია, რომ გაგრძელდეს კლუბზე ზეწოლა.


მკითხეს, თუ შემიმჩნევია შიგნით რაღაც ნივთიერებები, თუ შემიმჩნევია ნივთიერების ქვეშ მყოფი ადამიანები, თუ მქონია ინფორმაცია რეალიზაციაზე და მსგავსი რაღაც აბსურდები", -განაცხადა ტატო გეთიამ.





 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: primetime.ge




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა ამბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
ძაღლი, რომელიც ითვლის
ლევან ქურდაძე წლებია სახლიდან არ გასულა
ეს საინტერესოა - გამოგონებები
ექსპრეს-ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE