სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

დე ფაქტო პრეზიდენტები ანატოლი ბიბილოვი და რაულ ხაჯიმბა მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან

14-06-2018

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტები ანატოლი ბიბილოვი და რაულ ხაჯიმბა დღეს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.


ვლადიმერ პუტინი „ლუჟნიკის" სტადიონზე 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საზეიმო გახნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას და რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრებების თამაშს დაესწრება.


„საზეიმო ცერემონიას ასევე დაესწრებიან სხვა სახელმწიფოების ლიდერები და მთავრობის მეთაურები. კერძოდ, აფხაზეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბოლივიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, პანამის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, სამხრეთ ოსეთის, რუანდის, პარაგვაის პრეზიდენტები, სომხეთისა და ლიბანის პრემიერ-მინისტრები, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი და ასევე ჩინეთის უზენაესი სახალხო კრების პრეზიდიუმის თავმჯდომარე", - განაცხადეს კრემლის პრესსამსახურში.


2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩატარდება. რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. თამაშები რუსეთის 11 ქალაქში გაიმართება.






 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


წყარო: interpressnews.ge

 




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა ამბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
ძაღლი, რომელიც ითვლის
ლევან ქურდაძე წლებია სახლიდან არ გასულა
ეს საინტერესოა - გამოგონებები
ექსპრეს-ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE