სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

ხახუბიას დევნაში მონაწილე პატრულ ინსპექტორები გაათავისუფლეს

11-08-2017

 


21 წლის ბექა ხუხუბიას დევნაში მონაწილე პატრულ ინსპექტორები და მათი ათმეთაური სასამართლო დარბაზიდან 1000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. დევნის ოპერაცია, რომლისაც ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა, 16 მაისს მოხდა. მას გორის გვირაბთან პოლიციელებმა გზა ტრაილერით ჩაუხერგეს, რის შემდეგაც ის ტრაილერს შეასკდა და გარდაიცვალა.


პროკურატურამ ბრალის წარდგენის შემდეგ აღმკვეთი ღონისძიების სახით სამივე პოლიციელის მიმართ არა პატიმრობა, არამედ 5 ათას ლარიანი გირაო მოითხოვა. სასამართლომ პოლიციელების თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე მიიღო.


ადვოკატი მიიჩნევს, რომ გზის გადაკეტვის გადაწყვეტილების მიღება არსებულ სიტუაციასთან შესაბამისობაში მოხდა. ადვიკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ გრძნობენ.


„თუ ეს პირი განაგრძობდა მოძრაობას, მის მიმართ შეწყდებოდა ეს ღონისძიებები და არ აღიკვეთებოდა მისი საქმიანობა. სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, არ იყო გამორიცხული, რომ ავტომაგისტრალზე მოძრავ სხვა პირთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შექმნოდა გარკვეული საფრთხე... გზის ეს გადაკეტვა და ეს ღონისძიება მიზნად არ ისახავდა კონკრეტული პირის მიმართ რაიმე დაზიანების მიყენებასაც. მიზანი იყო, შეეჩერებინათ ეს ავტომობილი,“ - აცხადებს ნოდარ ცინცაძე.

პროკურორის განცხადებით, სამი ადამიანი უკვე პასუხისგებაშია.  

„საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სამ პირს წარედგინა ბრალდება, მათ შორის, ერთ-ერთი პიროვნება არის ის, ვინც გასცა აღნიშნული მითითება, ხელმძღვანელი, ათმეთაური,“ - აცხადებს გიორგი ლეკიშვილი.

საქმის არსებითი განხილვა გორის რაიონის სასამართლოში 2 ოქტომბრიდან დაიწყება. მათ ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა აბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
წითელუბანი
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
რადიო "თრიალეთის" 5 წლის იუბილე
მიხო და მარო
რადიო "თრიალეთი" 4 წლისაა !
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE