სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

თქვენ ჩემს გემოვნებას კი ნუ ამოწმებთ, განმარტება გააკეთეთ - კობერიძე

15-11-2017

 


უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის გიორგი გვიმრაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მიღწევაა, თუ საპარლამენტო უმრავლესობას არ მოსწონს, როგორ აშუქებს ახალ ამბებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.


ლევან კობერიძის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გიორგი გვიმრაძის მხრიდან და საჭიროა, რომ მან განმარტება გააკეთოს.


„ეს ფრაზა საერთოდ საიდან დაიბადა, ძალიან მაინტერესებს. ამაზე რომ გააკეთოთ კომენტარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო თქვენი მხრიდან, თურმე აქ უმრავლესობას რაღაც არ მოსწონს საინფორმაციო გადაცემებში. საერთოდ არ უხსენებია არავის მსგავსი რამ და ეს საიდან მოიტანეთ, საიდან გააჟღერეთ? ძალიან გთხოვთ, ამაზე განმარტება გააკეთოთ. განმარტება გააკეთეთ თქვენს მოსაზრებაზე”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.


გიორგი გვიმრაძემ ლევან კობერიძეს სთხოვა, დაეკონკრეტებინა, თავად მოსწონს თუ არა, როგორ აშუქებს მაუწყებელი ახალ ამბებს.


„თქვენ ჩემს გემოვნებას კი ნუ ამოწმებთ… რაც თქვენ გააკეთეთ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, უმრავლესობის დეპუტატები, ფაქტობრივად, დაადანაშაულეთ იმაში, რომ რაღაც არ მოგვწონს თურმე და თურმე მიგიღწევიათ მიზნისთვის. დააკონკრეტეთ თქვენი გამონათქვამი”, – განაცხადა კობერიძემ.




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა აბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
რადიო "თრიალეთის" 5 წლის იუბილე
მიხო და მარო
რადიო "თრიალეთი" 4 წლისაა !
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE