სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

კვირიკაშვილი შესაძლოა, 60-ზე მეტი კომპანიის არაფორმალური მფლობელი იყოს

15-11-2017

 

 

 

 

 

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაფორმალურად შესაძლოა, 60-ზე მეტ კომპანიას ფლობდეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ქრონიკა პლუსმა" გამოაქვეყნა.


გაზეთი წერს, რომ კომპანიებს გიორგი კვირიკაშვილის მეგობრები ლევან ნოზაძე და რაფაელ სურამელაშვილი მართავენ, რეალურად კი ამ ბიზნესების უკან მთავრობის მეთაური დგას.


ლევან ნოზაძე და რაფაელ სურამელაშვილი ადასტურებენ, რომ გიორგი კვირიკაშვილის მეგობრები არიან, თუმცა ამბობენ, რომ ბიზნესთან პრემიერს არაფორმალური მმართველობა არ აკავშირებს. კვირიკაშვილის და მისი სამეგობროს ერთობლივი ბიზნესის ისტორია 2004 წლიდან იწყება. სწორედ ამ დროს გიორგი კვირიკაშვილმა, რაფიელ სურამელაშვილმა და ლევან ნოზაძემ კომპანია შპს „იბერ კონსალტინგი“ დააფუძნეს.


მეგობრებს საკუთარი წილები კვირიკაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გადაუფორმა. გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, წილების გადაფორმება ფიქტიურად მოხდა. გარდა ამისა, კვირიკაშვილის სამეგობროს არაერთი ტენდერი აქვს მოგებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემთა ბაზიდან ირკვევა, რომ მხოლოდ რაფიელ სურამელაშვილის კომპანიები 193 სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობდნენ.


სკანდალური სტატიის ფიგურანტები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველებიც არიან. პრემიერის მეგობარმა, რაფიელ სურამელაშვილმა ბოლო ორი არჩევნების დროს მმართველ პარტიას 105 ათასი ლარი აჩუქა.

 

rustavi2.ge




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა აბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
რადიო "თრიალეთის" 5 წლის იუბილე
მიხო და მარო
რადიო "თრიალეთი" 4 წლისაა !
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE