სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

ვერ ირბინეს – პატრულის 38 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს

07-12-2017


 

პირველი იანვრიდან 21 ნოემბრამდე საპატრულო პოლიციდან 38 თანამშრომელი დაითხოვეს.


მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გადამზადების კურსი ვერ გაიარეს. პატრულის თანამშრომლები თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს აბარებენ.


შინაგან საქმეთა სამინისტროსგან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის გადამზადების კურსი სულ პატრულის 476-მა თანამშრომელმა გაიარა.


38-დან 27 თანამშრომელი კონკრეტულად ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობის გამო დაითხოვეს. სამსახურიდან დათხოვილი თანამშრომლებიდან 9 ბათუმის საპატრულო პოლიციაში მუშაობდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ქვეყნის მასშტაბით დასაქმებულია 3 804 მოსამსახურე, აქედან აჭარის მთავარ სამმართველოში – 368, ბათუმში – 94, სახაზო-საპატრულო სამსახურში. 2017 წელს საპატრულო პოლიციიდან ჯამში სხვადასხვა მიზეზით 218 მოსამსახურე გათავისუფლდა.


პატრულის თანამშრომლებმა თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ ფიზიკური ნორმატივები უნდა დააკმაყოფილონ. მამაკაცებს მოეთხოვებათ ღერძზე მიზიდვა, ასევე სირბილი 100 მეტრზე, 1000 მეტრსა და სამ კილომეტრზე.


პატრულის ქალმა თანამშრომლებმა 100 მეტრი უნდა გაირბინონ და ერთი კილომეტრი, ასევე შეასრულონ ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში სხეულის აწევა. სირბილზე ნორმატივების ჩაბარება დამოკიდებულია პატრულის თანამშრომლის ასაკსა და სქესზე.


მაგალითად, 26 წლიდან 35 წლამდე ასაკის პატრულის ქალმა თანამშრომელმა 100 მეტრი სირბილით 16-17 წამში უნდა დაფაროს, ერთი კილომეტრი კი – 5.40-6.30 წუთში.


იმავე ასაკობრივ კატეგორიაში მამაკაცმა 100 მეტრი 14-დან 15 წამში უნდა გაირბინოს, ერთი კილომეტრი 3.50 – 4.05 წუთში, ხოლო სამი კილომეტრი – 13.30-14 წუთში.

 

http://batumelebi.netgazeti.ge




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა აბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
რადიო "თრიალეთის" 5 წლის იუბილე
მიხო და მარო
რადიო "თრიალეთი" 4 წლისაა !
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE