სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

,,რჩეული,, ბერიანიძე

12-01-2018

 

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ კობა ბერიანიძე აირჩიეს, რომელიც სოფელ ზეღდულეთის მაჟორიტარი დეპუტატია. ბერიანიძე ქართული ოცნების წევრია, ის აქტიურობდა ყველა არჩევნებზე.

როგორც გამოჩნდა პარტიამ საქმიანობა დაუფასა და საკმაოდ მაღალანაზღაურებად თანამდებობაზეც აირჩიეს. კობა ბერიანიძის საქმიანობა თვითმმართველობაში  2014 წლიდან დაიწყო, ის  რაიონის საკრებულოს წევრი იყო, მმართველმა პარტიამ მას 2016 წლის წინასაარჩევნო მოვლენები არ დაუკარგა და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ზეღდულეთის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელეს და გაიმარჯვა კიდეც. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისი სახელი გაიგო ყველამ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს რომ საკრებულოს თავმჯდომარის ახლადარჩეული მოადგილე წინასაარჩევნოდ საქმეების გარჩევით იყო დაკავებული და უსწორდებოდა ყველას ვინც მმართველი პარტიის სასარგებლოდ არ იმუშავებდა. კობა ბერიანიძე თითქმის 5 წელია თვითმმართველობის ორგანოში საქმიანობს, რა აქვს გაკეთებული ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენ ზეღდულეთსა და სობისში ჩავედით და ვკითხეთ მოსახლეობას თუ ხვდება ადგილობრივებს და თუ აბარებს ანგარიშს. ახლა განვმარტოთ თუ რა ევალება საკრებულოს წევრის ვალდებულებაა შეხვდეს ამომრჩევლებს, მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების მუშაობაში, წარუდგინოს ამომრჩევლებს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. საკრებულოს წევრების ვალდებულებაა, კანონით დადგენილი ზემოხსენებული მოთხოვნები სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ, ანაზღაურების გარეშე განახორციელონ. მოსახლეობის ნაწილი ბერიანიძეზე საუბარს გაურბის ნაწილი კი აცხადებს რომ მაჟორიტარმა გზები დაუგოთ, მოუწესრიგათ ელექტროენერგიის მიწოდება და სხვა, თუმცა ადგილობრივებმა არ იციან რომ აღნიშნული საქმიანობა საკრებულოს წევრს არც ევალება და ვერც გააკეთებს. მოსახლეობას სჯერა ის რასაც ბერიანიძე ეუბნება. თავად კობა ბერიანიძე აცხადებს რომ ის არაერთი ინიციატივით შევიდა წინა მოწვევის საკრებულოში. დეპუტატი საკუთარ თავს აწერს ყველა იმ განხორციელებულ პროექტებს რომელიც ზეღდულეთის თემში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში განახორციელა. ტელეკომპანია ,,თრიალეთმა,, რამდენიმე თვის წინ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან გამოითხოვა ინფორმაცია კობა ბერიანიძის ინიციატივების შესახებ. თვითმმართველობიდან მოსული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად ზეღდულეთის მაჟორიტარს მთელი სამი წლის მანძილზე 2014 წლიდან 2017 წლამდე არცერთი ინიციატივა არ წარუდგენია საკრებულოს წინაშე, თუმცა სხვას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარის უკვე არჩეული მოადგილე. ბერიანიძეს თუ დავუჯერებთ რამდენიმე სოფელში მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის განხორციელებული პროექტები რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განახორციელა. მეორე საკითხია ის თუ რაში სჭირდება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მეორე მოადგილე, მით უფრო მაშინ როდესაც მას მხოლოდ საკრებულოს სხდომის ჩატარება ევალება ისიც მაშინ თუ თავმჯდომარე მივლინებაშია.

 

ავტორი: მალხაზ მიქელაძე




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა ამბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
ძაღლი, რომელიც ითვლის
ლევან ქურდაძე წლებია სახლიდან არ გასულა
ეს საინტერესოა - გამოგონებები
ექსპრეს-ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE