სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი ამბები

სტიქიის მეოთხე დღე – ვითარება ხაშურში

12-01-2018

 


ეს ბუხუტი ასათიანის საცხოვრებელი სახლია, რომელიც ხაშურში თუმანიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.  ასე  გამოიყურება სახლი  სტიქიიდან მეოთხე დღეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სურათი  ბევრად უარესი იყო და წყლის დონე დაწეულია, თუმცა ვითარება კვლავ მძიმე რჩება. ასათიანების ოჯახს სტიქიამ საცხოვრელების პირველ სართულზე გაუნადგურა ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვებული პროდუქტი და ყველა ის ნივთი თუ ავეჯი, რომელსაც ისინი წლების მანძილზე აგროვებდნენ. ხაშურის მიკვიდრი აცხადებს რომ სამაშველო სამსახურს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები არ ჩაუტარებია და მიზეზსაც განმარტავს.

ასათიანს საკუთარი ვერსია აქვს თუ რამ გამოიწვია სტიქიური უბედურება რამდენიმე დღის წინ და რატომ დაიტბორა ყიფიანისა და თუმანიშვილის ქუჩებზე 25 მდე ოჯახის საცხოვრებელი სახლი.

ასათიანების მსგავსად დიდი ზარალი ნახეს ინასარიძეებმაც, ოჯახის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულუი დღემდე წყალში რჩება, წყალმა აქაც გაანადგურა ყველაფერი რაც შეხვდა.

ზიანი მიადგა ეთერ გრიგალაშვილსაც, მისი საცხოვრებელი სახლი მთლიანად წყალში იდგა ადგილობრივმა სახლიდან გამოსვლა მხოლოდ მესამე დღეს მოახერხა. გრიგალაშვილების ოჯახს წყალმა წაართვა საკვები პროდუქტები, საოჯახო ტექნიკა და ნივთები. დატბორილია ეზო და ჭა, რომლიდანაც სასმელ წყალს ვეღარ იღებენ.

სტიქიამ არ დაინდო არც ნანული მეგრელიშვილის ოჯახი, მდგომარეობა აქასც იგივეა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს რომ მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, გიორგი გურასპაშვილის ინფორმაციით ზარალის ოდენობა დათვლილი არ არის. ხაშურის პირველი პირი აცხადებს რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტო ინფრასტრუქტურული ზარალის ანაზღაურებას საკუთარ თავზე აიღებს რაც შეეხება შიდა გზებს მას თვითმმართველობა საკუთარი სახსრებით გააკეთებს. გურასპაშვილს არაფერი უთქვამს დაზარალებულების დახმარებაზე, თუმცა მინიშნება გააკეთა რომ უყურადღებოდ არ დატოვებენ.

 

ხაშურის მუნიციპალიტეტში 9 იავარს მომხდარმა სტიქიამ ასობით ოჯახი დააზარალა, დაიტბორა ქუჩები საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები. სამაშველი სამსახური სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს დღემდე ატარებს, მიუხედავად ამისა სახლებისა და ეზოების უმეტესობა ისევ წყალში დგას. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარების მოლოდინშია, ხელისუფლება კი ზარალს სწავლობს. ამ დრომდე უცნობია თუ რა გზით მოხდება დაზარალებულების დახმარება. 

ავტორი: მალხაზ მიქელაძე




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა აბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
ძაღლი, რომელიც ითვლის
ლევან ქურდაძე წლებია სახლიდან არ გასულა
ეს საინტერესოა - გამოგონებები
ექსპრეს-ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE