სამაუწყებლო კომპანია ''თრიალეთი''  თქვენი რეკლამის საუკეთესო  საშუალებაა!თქვენი განცხადება ეთერში მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო დროს 20-ჯერ გაივლის.                            


ახალი მედია

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

12-03-2014

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო თანხების მითვისების და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე,  სამშენებლო კომპანია „ოდას“ დირექტორი ნოდარ ჯიშკარიანი დააკავეს, ხოლო სამსახურეობრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის, ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი, ალექსანდრე ხაჩიური და ამავე განყოფილების უფროსი სპეციალისტები, გიორგი იორამაშვილი და გიორგი შერმადინი იქნენ დაკავებულნი.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წელს, გორის მუნიციპალიტეტსა და შპს „ოდას“ შორის, გორის რაიონში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას შპს „ოდა“-ს დირექტორმა ნოდარ ჯიშკარიანმა საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებისა და გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხები მიითვისა. ასევე  დადგენილია, რომ გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ხაჩიურმა და ამავე განყოფილების უფროსმა სპეციალისტებმა გიორგი იორამაშვილმა და გიორგი შერმადინმა არა ჯეროვნად შეასრულეს  მათზე დაკისრებული მოვალეობები, არ შეამოწმეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, რითაც ხელი შეუწყვეს ნოდარ ჯიშკარიანის დანაშაულებრივ ქმედებას.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 210-ე და 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 
წყარო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 
http://www.is.ge/News/2395

 




უკან

 

 

 

 

გადაცემები
გზა აბულატორიამდე
სიცოცხლის დილემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ცნობიერება
ნიჭიერი ახალგაზრდები
ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტები
ახალგაზრდების სურვილები და რეალობა
მრავალეთნიკური წითელუბანი 07/25/2017
დაკეტილი სახლები და ღია კარი მიგრაციისთვის
იძულებითი მიგრაცია
ებრაელების მიგრაცია სურამიდან
სოფელი პროგრამის, ბურთი მოედნის გარეშე
აფრიკა თბილისში
დერეფანი
თვითმმართველობის გუშაგები
ეზოში მიუსაფარი ძაღლია
კვირის პერსონა
22:00
მსოფლიო ამბები
კვირა 18:00
ვიდეო არქივი
ეს რადიო
რადიო "თრიალეთის" 5 წლის იუბილე
მიხო და მარო
რადიო "თრიალეთი" 4 წლისაა !
ყველა ვიდეო
გამოკითხვა

 

 

 

 

 

ვალუტის კურსი

2012-2015 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE