"მაგთიკომის" მხარდაჭერით წიგნი "საქართველი და ქართველები" გამოიცა

 

მაგთიკომის ინიციატივითა და მხარდაჭერით ზაზა აბაშიძის, მიხეილ ბახტაძისა და ოთარ ჯანელიძის ნაშრომი „საქართველო და ქართველები“ გამოიცა. ვინ ვართ და საიდან მოვდივართ? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად შეიქმნა საკითხავი წიგნი „საქართველო და ქართველები“, სადაც მოთხრობილია ქართველთა პოლიტიკური თავგადასავალი უძველესი დროიდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე. მაგთიკომში კი აცხადებენ, რომ კომპანია არ ღალატობს დევიზს „ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ და მომავალშიც გააგრძელებს ქართული მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას.

 

Related posts