შეიძლებოდა თუ არა სურამში სტიქიის თავიდან არიდება??

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში 10 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან. რამდენიმე ათეულ ოჯახს განსაკუთრებით დიდი ზარალი მიაყენა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები მათგან რამდენიმეს საძირკველი და კედლები დაუზიანა, განადგურებულია საოჯახო ტექნიკა.

სტიქიამდე რამდენიმე ადრე  2 ივლისს “თრიალეთმა” მოამზადა სიუჟეტი სადაც სურამში მცხოვრებლები მდინარის კალაპოტის გაწმენდას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებდნენ.

ხაშურში მცხოვრები რამაზ ნოზაძის განცხადებით სტიქიის თავიდან არიდება შეიძლებოდა, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას რომ უყურადღებოდ არ დაეტოვა მოსახლეობის განცხადებები და გაფრთხილებები სტიქიის თავიდან ასარიდებლად  პრევენციული ღონისძიებების შესახებ.


 

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი გურასპაშვილის განცხადებით სტიქიის თავიდან არიდება ვერ მოხდებოდა.

 “კარგი იქნებოდა ყოველწლიურად ბიუჯეტი გვაძლევდეს იმის საშუალებას, რომ ჩავატაროთ მდინარის კალაპოტების გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა ორი წლის წინ 9 000 ლარი გამოიყო მდინარის კალაპოტების გასაწმენდად, მაგრამ ეს არის სტიქია რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია, მოგეხსენებათ ბოლო თვეებია რაც ხშირად წვიმს და ხანგრძლივი წვიმების შედეგად ტყიდან მოხდა ნაშალი მასალის ჩამოტანა, რომელმაც გამოიწვია წყლის მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა საცხოვრებელ სახლებში შევარდნა”-განუცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა “თრიალეთს”


 

Related posts