საგანგებო შეტყობინებები მეტეოროლოგებისგან – მოსალოდნელია წყალდიდობა

საგანგებო შეტყობინებას უგზავნიან მეტეოროლოგები შესაბამის უწყებებს. მოსალოდნელი ამინდის გაუარესების, წვიმის და წყალდიდობების გამო, საგანგებო სამსახურები სრულ მზადყოფნაზე გადადიან.

მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უხვი ნალექია მოსალოდნელი, ზოგიერთ რაიონში კი ძლიერი სეტყვაც.

19 ივნისს საღამოს საათებიდან 22 ივნისამდე არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ზოგან აღინიშნოს სეტყვაც, დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარიც.”- განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენროს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.

ქუთაისის, ბათუმის და ზუგდიდის ადგილობრივმა ხელისუფლებებმა უკვე მიიღეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ შესაძლებელია დღეს საღამოს დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმა მოვიდეს.


 

Related posts