მამა გიორგის არ აზიარებენ

 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარება უახლოეს პერიოდში არ იგეგმება, – ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა. 

პატრიარქის მდივნის თქმით, ბრალდებისა და ასევე იმ განცხადებების გამო, რომელიც დეკანოზმა გააკეთა, ქორეპისკოპოსმა იაკობმა მას ეპიტემია დაადო და ამ სასჯელის მოხსნის გადაწყვეტილებაც მან უნდა მიიღოს. 

 

“ზიარება არის ყველაზე დიდი, რაც შეიძლება ადამიანმა ეკლესიისგან მიიღოს, ეს არის ქრისტესთან შეერთება, მისი სისხლი და ხორცი უნდა მიიღოს ადამიანმა, როდესაც ადამიანს ასეთი ბრალი აქვს წაყენებული, მან როგორც მინიმუმ უნდა წარმოაჩინოს თავისი უდანაშაულობა ამ საქმეში”,- განაცხადა ბოტკოველმა. 

 

 

 

მისივე თქმით, მამა გიორგიმ მოთმინება უნდა გამოიჩინოს და საკითხის გარკვევას დაელოდოს. 

Related posts