დიდი სისწრაფით მოძრავი ნავთობმზიდი ამოტრიალდა

 

 

პაკისტანის ქალაქ ბაჰავალპურში ნავთობმზიდზე ცეცხლის გაჩენის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ბიბისი“- ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მოძრავი ნავთობმზიდი ამოტრიალდა. ათობით ადამიანი მაშინ დაიწვა, როდესაც ისინი გადმოღვრილი ნავთობის შეგროვებას ცდილობდნენ, ნაწილი კი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს

სატვირთოს მოგვიანებით ცეცხლი გაუჩნდა

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის ადგილზე ეწეოდნენ, რამაც ნავთობზიდის აალება გამოიწვია

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, არსებობს საშიშროება, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდება.

Related posts