თელავში ავტომობილი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

 

 

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში, ჩოხელის ქუჩაზე. 

BMW-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა, წინასწარი ვერსიით, საჭე ვერ დაიმორჩილა და საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. 


თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანაში ხუთი მოზარდი იჯდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორი გოგონა გადაიყვანა, რომელთაც სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნებათ. ექიმების განცხადებით, დაზიანებები სიცოცხლისათვის საშიში არ არის. 


ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

Related posts