მეთევზეები აქციისთვის ემზადებიან

 

 

 

ფოთელი მეთევზეები დღეიდან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. ისინი მერიასთან 12 საათზე შეიკრიბებიან.

 

გუშინ მეთევზეებისა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა კი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრის პარალელურად, მეთევზეების ნაწილმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.

 

ერთ-ერთმა მეთევზემ თვითდაზიანებაც მიიყენა.

 


ვითარების განეიტრალება საპატრულო პოლიციის ჩართვის შემდეგ მოხდა. მეთევზეები უკვე მეორე დღეა, პალიასტომის ტბაზე არესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვენ.


მათი თქმით, 300-ზე მეტი ოჯახი თავს თევზაობით ირჩენს და ეს მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. პალიასტომის ტბა კი, კოლხეთის დაცულ ტერიტორიებში შედის და იქ თევზჭერას კანონი არეგულირებს.

Related posts