ბიძაშვილი – მამიდაშვილის მკვლელობას აღიარებს

 


თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, მომხდარი მკვლელობა შსს-მ გახსნა. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული პირი ფოთში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, თავის მამიდაშვილს იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

Related posts