საკმაოდ ბევრი კითხვაა ამ მიმართულებით – სერგო რატიანი


 

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი აცხადებს, რომ საგანგებო შტაბის სხდომა უფრო ადრე უნდა გამართულიყო თუმცა, სერგო რატიანი აღნიშნავს, რომ დღეს პარლამენტში სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ წარდგენილ მოთხოვნას მხარს დაუჭერენ.


„სხდომა უფრო ადრე უნდა მოეწვიათ. საკმაოდ ბევრი კითხვაა ამ მიმართულებით, მაგრამ დღეს ამ კითხვების დრო არ არის. ჩვენ ვიქნებით, ამ სხდომაზე და მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას, რათა მეხანძრეები და ადამიანები, ვინც იქ იცავენ უსაფრთხოებას, მიიღონ დახამრება და ეს დახმარება უნდა იყოს ქმედითი,“ – განაცხადა სერგო რატიანმა. 

Related posts