საიდან იცოდა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ რომ დაიწყებოდა ხანძრები?!


 

ევროპელი დემოკრატების ლიდერის  პაატა დავითაიას განცხადებით, იმ ხანძრებისა და ვითარების ფონზე, რაც დღეს საქართველოშია, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ საქმე გვაქვს დივერსიულ აქტთან.


 

 „საიდან იცოდა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ რომ დაიწყებოდა ხანძრები თუ ჩვენ საქმე არ გვაქვს დივერსიასთან. მიდიოდა თუ არა სპეციალური მზადება ამ თხრილების გაკეთებაზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მიერთებას უსვამს ხაზს და სიტუაციას ძაბავს. თუ ჩვენ არ გვაქვს მიზანმიმართულ ქმედებასთან საქართველოს წინააღმდეგ, ტუ ჩვენ არ გვაქვს დივერსიული აქტების მზადებასთან საქმე და რეალურად საფუძვლიანი ეჭვი გადადის იმ მტკიცებულებების ფორმატში, რასაც ჰქვია წინასწარ 3 აგვისტოს ინფორმაციის გავრცელება დაწყებულ ხანძრებთან დაკავშირებით. მოვუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე,“-განაცხადა პაატა დავითაიამ.

Related posts