ბორჯომის ხეობაში ნისლის გამო ავიაცია ვერ მუშაობს



ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი მუშაობას დილიდან აგრძელებს.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები და სამხედროები სტიქიის ზონაში მუშაობენ.

ადგილზე რჩებიან სომხეთისა და აზერბაიჯანის სახანძრო ბრიგადები. 


სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებაზე კომენტარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გააკეთა. 

ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ავიაცია ადგილზე რჩება, თუმცა ნისლის გამო ამ დროისთვის ვერ მუშაობს.


“ავიაცია ადგილზე რჩება. თუმცა ამ წუთას უამინდობის გამო ვერ მუშაობს, ნისლია. ჩვენი ორი ვერტმფრენი და ერთი თურქული მხარის ვერტმფრენი ადგილზეა. დანარჩენი ვერტმფრენები საჭიროების შემთხვევაში იმუშავებენ. ლოკალიზებულია ცეცხლის ძირითადი კერები, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. რაიმე გართულებას არ უნდა ველოდეთ. პატარ-პატარა კერები ღვივის წაღვერის მთის ფერდობზე და ამ ადგილების დამუშავება ცოცხალი ძალით და ტექნიკით მიმდინარეობს”, – აცხადებს ზურაბ ალავიძე.

Related posts