აქციაზე დაკავებული კოტე იოსელიანი თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს


 

სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი კოტე იოსელიანი თბილისის საკრებულოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს და თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ამის შესახებ განცხადება კოტე იოსელიანმა, „კურიერის“ პირდაპირ ეთერში, სატელეფონი საუბრისას გააკეთა.


მისი თქმით, პოლიციამ ის ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში, ჯერ თაბუკაშვილზე მდებარე პოლიციის შენობაში, შემდეგ კი მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.


იოსელიანი ამბობს, რომ მისთვის დაკავების მიზეზები არ განუმარტავთ.

Related posts