რამ იმოქმედა ლარის კურსზე ნეგატიურად?!

 


ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კიდევ 4 თეთრით გაუფასურდა და სავალუტო ჯიხურებში დღეს საღამოს უკვე ერთი დოლარი 2,54 ლარი ღირდა. გაძვირდა ევროც, რომლის ფასი კომერციულ ბანკებში 3,4 ლარამდეა.


ექსპერტების აზრით, ლარის კურსზე ნეგატიურად რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა, მათ შორისაა წინასაარჩევნოდ დახარჯული ფული, ტურისტული სეზონის დასრულება და ბიუჯეტური ხარჯვა.


ეკონომისტები დარწმუნებულები არიან, რომ ლარის ვარდნა კიდევ გაგრძელდება.

 


ოპოზიცია ლარის მკვეთრ გაუფასურებას არჩევნებს უკავშირებს. ოპოზიციის წევრები ვარაუდობენ, რომ მთავრობა, კურსის შენარჩუნების მიზნით, საბიუჯეტო თანხას არჩევნებამდე საგანგებოდ ზოგავდა, ახლა ხარჯვა გაგრძელდა, 2017 წლის ბიუჯეტი კი შესასრულებელია.

Related posts