უბედური შემთხვევა სამეგრელოში



უბედური შემთხვევა სამეგრელოში – 24 წლის ახალგაზრდას, რომელიც კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით აპირებდა თევზაობას, მოწოყობილობა ხელში აუფეთქდა.


შემთხვევა წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. ლაშა თოლორდავამ მარცხენა ხელი დაკარგა. ოპერაცია მას ზუგდიდის რეფერეალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციაშია მოთავსებული.


გარდა ამისა, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აქვს სახისა და გულმკერდის არეში. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამძიებო მოქმედებები. მოგვიანებით თოლორდავას დაკითხვენ.


სავარუდოდ, დაზარალებულ ახალგაზრდას გამოჯანმრთელების შემდეგ კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს.

Related posts