პრეზიდენტის მხრიდან ეს ამორალური, მდაბიო საქციელია – ტიმოშენკო

 

 

 

იულია ტიმოშენკომ საქართველოს მოქალაქეების უკრაინიდან დეპორტაციის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებისგან ამგვარი საქციელი ყველა ზღვარს სცდება.


„უკრაინის ხელისუფლების, უფრო სწორად კი პრეზიდენტის მხრიდან ეს ამორალური, სუფთა უკრაინულად რომ გითხრათ, მდაბიო საქციელია. ეს ყველანაირ ზღვარს სცილდება. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ქართველი მაშინ გაიტაცეს, როდესაც საკუთარი შვილისთვის სახლიდან იყო გასული აფთიაქში. ბავშვიც და მეუღლეც უკრაინის მოქალაქეები არიან, როგორ შეიძლებოდა ოჯახის ამგვარად გახლეჩა. თქვენ იცით, რომ მხარს ვუჭერ მიხეილ სააკაშვილს, ჩავედი პოლონეთში რომ დავხმარებოდი მას დაბრუნებაში მაშინ, როცა მისივე მეგობარმა პოროშენკომ მოქალაქეობა ჩამოართვა და ფაქტიურად ქვეყნიდან გააგდო. მე ვიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილიც და მისი გუნდიც მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ უკრაინაში წესრიგის დამყარების საქმეში, გამოვიყენოთ მისი გამოცდილება და პიროვნული სიძლიერე,“ – აცხადებს ტიმოშენკო.

Related posts