გარდაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს

 


ეროვნული ჩემპიონატების მსაჯის გარდაცვალებას, რომელიც გუშინ ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს, ოჯახი ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებს.


გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ილო ტუღუშს სიკვდილამდე ერთ დღით ადრე სახლში მიაკითხეს და მისგან ფულს ითხოვდნენ. ოჯახის წევრები კონკრეტულ პიროვნებებსაც ასახელებენ და ამბობენ, რომ დაძაბული შეხვედრის მიზეზი სწორედ გარიგებული საფეხბურთო თამაშები იყო.

 

“შვილო, ამას თავი სასიკვდილო არ ჰქონდა. გარბოდა შვილო, ფული ვერ დაიბრუნა. ფულს ითხოვდნენ“–აცხადებს გარდაცვლილის დედა.

 

შეგახსენებთ რომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.

 

 

Related posts