ფრაქცია საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა

 


პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფას და ახალი ფრაქციების შექმნას ოპოზიცია მმართველ გუნდში დაპირისპირებას უკავშირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ ფრაქციები განაწყენების გამო იქმნება, განაწყენება კი, მათი განცხადებით, პრემიერ კვირიკაშვილსა და გია გაჩეჩილაძეს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.


„ამ ფრაქციებს არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ პროცესთან, ეს არის შიგნით განაწყენებული ადამიანების გადაჯგუფება და ყველა განაწყენებული თუკი ფრაქციას შექმნის, პარლამენტის ბიუჯეტი საკმაოდ დაიხარჯება. ფრაქცია საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. დღეს უკვე უმრავლესობას პარლამენტში ეყოლება 8 ფრაქცია. სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 8 ფრაქცია არის 16 მანქანა, უამრავი მივლინების ხარჯები, აპარატი,“ – აცხადებს “ენმ”-ის წევრი რომან გოცირიძე.

Related posts