ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს პანკისის ხეობაში

 


ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს პანკისის ხეობაში. სოფელ დუისში 60-მდე სპეცრაზმელი ერთი-ერთი ადგილობრივის, ვახო მაჩალიკაშვილის სახლთანაა მობულიზებული.


წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი, ორი მათგანი ტემირლან და რუსლან მაჩალიკაშვილები სოფელ დუისში აიყვანეს.


სპეცრაზმელებმა საკუთარ სახლში აიყვანეს ასევე, სოფელ ომალოში მცხოვრები ბადო ჩოფანაშვილი, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, ახმეტ ჩატაევთან თანამშრომლობას ედავებიან.


მიმდინარე სპეცოპერაცია სავარაუდოდ, თბილისში ერთი თვის წინ გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება.

Related posts