მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა



ქუთაისში მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა, ორივე ადგილზე გარდაიცვალა.


შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Related posts