სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

 

 

 

საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. პლენუმმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა და სამაუწყებლო კომპანიის სარჩელი არ დააკმაყოფილა.


ე.წ. ამორალური გარიგების საქმის განხილვა ორ წელზე მეტია მიმდინაროებს. ტელეკომპანია “საქართველო” სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ფასის არაპროპორციულობის გამო, ხელშეკრულების ბათილობის შესაძლებლობას ქმნის.


მუხლის ბათილობა არხს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე სჭირდებოდა. კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დასრულებული იყო, როდესაც საკანონმდებლო ცვლილებებით სასამართლოს ერთ წევრს საქმის პლენუმისთვის გადაცემის უფლება მიეცა.


ამ ეტაპზე გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საქმეზე გავლენას უკვე ვეღარ მოახდენს.

Related posts