გადაწყვეტილება არის შეშინებული, დამფრთხალი, პატარა გნომის შურისძიება ჩემს წინააღმდეგ

 

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის დავალების შესრულებას ემსახურებოდა.


„ის, რაც დღეს მოხდა თბილისში, ეს არის პუტინის დავალების პირდაპირი შესრულება, სამი ქვეყნის ოლიგარქების და ნამუსზე ხელის აღებული ადგილობრივი მათი შემსრულებლების მიერ. ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ მათ მოსაშორებლად, ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ განსაკუთრებული მობილიზაცია მათ მოსაშორებლად. მე ამაში ჩავერთვები ძალიან აქტიურად, მე, რა თქმა უნდა, არ მივატოვებ ქართველ ხალხს. დღევანდელი გადაწყვეტილება არის შეშინებული, დამფრთხალი, პატარა გნომის შურისძიება ჩემს წინააღმდეგ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოსახლეობას გაერთიანებისკენ და ოლიგარქებთან ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს.

Related posts