ბექა ხახუბიას საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

 

 

დღეს გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს , სადაც ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში ბრალდებული პატრულის თანამშრომლების საქამის არსებითი განხილვა მოხდება, ადმოვაკატის განცხადებით დღეს კვლავ ვიდეო-აუდიო მასალების შესწავლა გაგრძელდება.  წინა პროცესებზე უკვე შეისწავლეს რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟის ბორტის ვიდეოკადრები და სამხრე კამერების ვიდეო ჩანაწერები, რომლების ავარიამდე და ავარიის შემდეგ ვითარებას ასახავდა. მასალების შესწავლის დასრულების შემდეგ კვლავ მოწმეთა დაკითხვა განახლდება .ბრალდების მხარის 70 მოწმიდან ამ დროისათვის 30 უკვე გამოიკითხა. პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 17 მაისს ემსხვერპლა. მას გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს. ბრალი 3 პოლიციელს წარუდგინეს, თუმცა 11 აგვისტოს სასამართლომ ისინი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ოქტომბრის დასაწყისში ბრალდებულებმა მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მოითხოვეს.

ავტორი: შორენა ბიჭიკაშვიოლი

Related posts