სიცოცხლისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებები შიდა ქართლის საჯარო სკოლებში

 

 

 

“თრიალეთმა” ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ შიდა ქართლის რეგიონში მონიტორინგის შედეგად ხუთი საჯარო სკოლის ქიმიის ლაბორატორიაში  ღია მდგომარეობაში ინახება ქიმიური ნივთიერებები, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისთვის.

მაღალი საშიშროების სკოლების ჩამონათვალში მოხვდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის, ქალაქ გორის #1 და გორის მუნიციპალიტეტის  სოფელ  პატარა გარეჯვარის საჯარო სკოლები.

დაბალი და საშუალოდ რისკის შემცველ  ზონაში მოხვდნენ გორის მუნიციპალიტეტის  უფლისციხისა და კარალეთის საჯარო სკოლები. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “თრიალეთს”  არასამთავრობო ორგანიზაციამ “ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვამ” დაუდასტურა. 


 

Related posts