გვიან ღამით 24 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

გვიან ღამით, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მოხდა. 24 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
ინცინდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაშავებულს შელაპარაკება ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებთან მოუვიდა და მას თან ახლდა მეგობარი გოგონა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

წყარო:newposts.ge

 

Related posts