"ჩემთვის როგორც ქართველისა და პოლიტიკოსისთვის უაღრესად შეურაცხმყოფელია" – ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საქართელოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებას ეხმაურება. მისი თქმით, როგორც ქართველისა და პოლიტიკოსისთვის უაღრესად შეურაცმყოფელია რაც ოლიგარქ პოლოშენკოს რეჟიმის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე განხორციელდა.

“მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების უცვლელობისა,დაკავება- დეპორტაციის ის ფორმა, რაც გუშინ ოლიგარქ პოროშენკოს რეჟიმის მიერ განხორციელდა საქართველოს ექსპრეზიდენტზე, ჩემთვის როგორც ქართველისა და პოლიტიკოსისთვის უაღრესად შეურაცხმყოფელია” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

წყარო:newposts.ge

 

Related posts