რამ გააბრაზა კობა დავითაშვილი ?

მაჩანჩალა ევროპარლამენტარები, რომლებიც სააკაშვილის ფულით იკვებებოდნენ_ასეთი განცხადება გააკეთა დღეს უმრავლესობის ერთერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა. ის დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და პარლამენტის თავმჯდომარის ევროპარლამენტარების მიმართ ტონის შეცვლა დადებითად შეაფასა. თრიალეთის ჟურნალისტის ნიკა საჯაიას მიერ დასმულ კითხვაზე, ასეთი განცხადება ნიშნავდა თუ არა იმას რომ ქვეყანამ შეიცვალა საგარეო პოლიტიკური კურსი და რის მაგალითადაც შიდა ქართლის გუბერნატორის ანდრო ბარნოვის განცხადება დაასახელა, სადაც ის ხელისუფლებას საგარეო კურსის შეცვლაში ადანაშაულებდა, დავითაშვილის გაღიზიანება გამოიწვია და ჟურნალისტ ნიკა საჯაიას ნაციონალურ მოძრაობიასთან ალიანსში დასდო ბრალი, თუმცა ჟურნალისტმა მხოლოდ გუბერნატორის სიტყვების ციტირება მოახდინა.

 

 

Related posts