უნივერსიტეტთან სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
ადგილზე ერთი სახანძრო ბრიგადაა გასული.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ამ მომენტისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

წყარო:InterPressNews.ge

 

Related posts