ზღვაში 14 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს

ეგეოსის ზღვაში, აგათონისის კუნძულთან, სადაც ხისგან დამზადებული ნავი ჩაიძირა, 14 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავზე 21 ადამიანი იმყოფებოდა.

ნაპირზე გამოსვლა ორმა ქალმა და ერთმა მამაკაცმა მოახერხეს, დანარჩენების გადასარჩენად ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

 

წყარო: interpressnews.ge

 

Related posts