კალაძისთვის "ნანეტის" შეჭრა ბიუჯეტს 14 000 ლარი დაუჯდა – ლევან ხაბეიშვილი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს კახა კალაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
ოპოზიციას კითხვები აქვს კალაძის ვიზიტზე ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში.
როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, ვიზიტის დასრულების შემდეგაც კალაძეს არ მიუთითებია ვინ იყო, „პოტენციური ინვესტორი”, რომელსაც იგი მილანში შეხვდა.
„ბრძანების თანახმად, კახა კალაძე იმყოფებოდა ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში ორ თანმხლებ პირთან ერთად და მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, ეს ვიზიტი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი დაჯდა. კალაძე და მერია ბიუჯეტის სახსრებს უყურებენ ისე, როგორც საკუთარი ჯიბის ფულს, ეს უკვე დამტკიცდა ლევან გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული 30 000 ლარით.

კალაძე აგრძელებს 20 მანეთად მოსკოვში გადაფრენის ტრადიციას და ამ შემთხვევაშიც ბიუჯეტის ხარჯზე იფრინა მილანის მიმართულებით, სადაც თმები შეიჭრა. ბიუჯეტმა ვიზიტში გადაიხადა 14 000 ლარზე მეტი. კონკრეტული დოკუმენტაცია გვაქვს წარმოდგენილი, კალაძის ბრძანება, რომელზეც მისი ხელმოწერაა. აღნიშნულით დასტურდება, რომ ის იყო პოტენციურ ინვესტორთან შეხვედრაზე. ჩამოსვლის შემდეგაც ვინ იყო ეს პოტენციური ინვესტორი, ბურუსით არის მოცული, რადგან დოკუმენტაციაში ამაზე არაფერი არ წერია. სავარაუდოდ, პოტენციურ ინვესტორად კალაძე განიხილავს იმ დალაქს, რომელმაც მას „ნანეტი” შეჭრა”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

წყარო: newposts.ge

 

Related posts