სოფელ ვარიანში საფლავის ქვის გადმოვარდნის შედეგად ორი წლის ბავშვი დაშავდა

გორის რაიონის სოფელ ვარიანში, საფლავის ქვის გადმოვარდნის შედეგად 2 წლის ბავშვი დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. დაშავებული გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამედიცინო ცენტრ „გორმედში” ბავშვს წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა და ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, „გორმედის” ექიმის, სანდრო ხეჩიკაშვილის განცხადებით, მცირეწლოვანს, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, თაბაშირის ტარება მოუწევს.

 

 

წყარო: interpressnews.ge

 

Related posts