ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის ქალი სოფელ სანიორეში დაკრძალეს

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილი თელავის მუნციპალიტეტის სოფელ სანიორეში დაკრძალეს. 25 წლის ქალის დაკრძალვაზე ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მოკლული ახალგაზრდის ოჯახი ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.


შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.


გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




წყარო: interpressnews.ge

 

Related posts