ანი მიროტაძე – საპრეზიდენტო კანდიდატს პირადად ივანიშვილი შეარჩევს

“მიმყარდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ საპრეზიდენტო კანდიდატს პირადად ბიძინა ივანიშვილი შეარჩევს, რომელსაც შესაძლოა, ნაკლები შეხება ჰქონდეს “ქართულ ოცნებასთან” და მითუმეტეს ამ ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ბანაკთან”, – განაცხადა „შენების მოძრაობის” წევრმა და ყოფილმა პარლამენტარმა ანი მიროტაძემ “ტვ პირველის დღის ამბებში”.


როგორც მიროტაძე აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატის ძებნით არის დაკავებული. მისივე თქმით, აქვს დადასტურებული და უტყუარი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მწერალმა, საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორმა დავით მაღრაძემ, ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატობაზე უარი განუცხადა.


“ის არის დაკავებული საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევით. ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, მან „ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატობა დავით მაღრაძეს შესთავაზა, რომელმაც უარი უთხრა. ცხადია, ამას არც ადასტურებენ და არც ახმოვანებენ, მაგრამ მე დადასტურებულად ვიცი, რომ ეს კონსულტაცია შედგა. ბატონი მაღრაძის მხრიდან უარის თქმის მიზეზი რა იყო, ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

 

Related posts