“ხელი არ გაექცეს ვინმეს!" – ინგა გროგოლიას ემოციური მიმართვა სამართალდამცველებს

ინგა გრიგოლიამ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, პირდაპირ ეთერში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და სამართალდამცველებს მიმართა.

როგორც მან განაცხადა, ეს არის საქმე, რომელსაც ზაზა სარალიძესთან ერთად, ჟურნალისტებიც ბოლომდე მიჰყვებიან.

>

 

 

“არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ მარტო იქნებით ამ ბრძოლაში, თუ გამოძიების ბოლომდე მიყვანა საბრძოლველი გახდება. არ ვიცი ჟურნალისტი ამას რამდენად უნდა ეუბნებოდეს სამართალდამცველებს მაგრამ ხელი არ გაექცეს ვინმეს…

პირდაპირი ეთერიდან მინდა ვუთხრა ყველას, ხელი არ გაექცეს ვინმეს და თუ მართლა იქ რაიმე დაფარულია, არ მოხდეს ისე, რომ გამოძიება ბოლომდე არ მიიყვანონ. იმიტომ რომ ეს ნამდვილად არის ის თემა, რომელსაც ჟურნალისტები ბოლომდე ჩაჰყვებიან.

ბატონო ზაზა, ჩვენც თქვენთან ერთად უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ გამოძიება სრულ სიმართლეს დადებს.

გაძლებას გისურვებთ”, – მიმართა ინგა გრიგოლიამ მოკლულის მამასა და სამართალდამცველებს.





 

წყარო: exclusivenews.ge

 

თრიალეთი TV