ბრიტანელი ექსპერტები ხორავაზე მოკლული დავით სარალიძის მამას შეხვდებიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ჩართული ბრიტანელი ექსპერტები ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას შეხვდებიან.


„ჩემი ძირითადი კითხვები ამ ექსპერტთან დაკავშირებით იქნება მაინც ის, რომ რამდენი იარაღი იყო საბოლოო ჯამში გამოყენებული ჩემი შვილის მიმართ 12-ვე ჭრილობაზე და პლუს ამას, ძალიან მაინტერესებს, რომ არ ყოფილიყო მომაკვდინებელი ჭრილობა, რომელიც ექსპერტმა დადო, სხვა ჭრილობა იქნებოდა თუ არა მომაკვდინებელი”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.







 

წყარო: primetime.ge

 

Related posts