“გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია დააკავეს

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სამართალდამცველებმა დააკავეს. იაგო ხვიჩია ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა ის სამართალდამცველებმა ხელბორკილებით გამოიყვანეს.


როგორც “ინტერპრესნიუსს” იაგო ხვიჩიამ განუცხადა, მისთვის დაკავების მიზეზი უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ პარტია “გირჩის” წევრები.


როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. პოლიციის განყოფილებასთან იმყოფებიან პარტიის მხარდამჭერები. ასევე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.






 

 

წყარო: interpressnews.ge

 

Related posts