მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

ზუგდიდში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ. დღეს ზუგდიდიდან სხვა ქალაქების მიმართულებით რეისები არ განხორციელდება.
მძღოლები აცხადებენ, რომ მათ არა აქვთ მუშაობის საშუალება, რადგანაც ზუგდიდში ძალიან ბევრი კერძო ავტოსადგური გაიხსნა.


„აქცია გამაფრთხილებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, აქცია მიიღებს უფრო მასშტაბურ ხასიათს”, აცხადებენ აქციის მონაწილეები.






 

წყარო: newposts.ge

Related posts