ვენაში სახლების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ავსტრიაში, ქალაქ ვენაში სახლების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.


გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შენიშნეს სამი მამაკაცი, რომლებიც საეჭვოდ იქცეოდნენ – ყურადღებით აკვირდებოდნენ სახლების კარებსა და ფანჯრებს და ირგვლივ არსებულ სიტუაციას სწავლობდნენ.
პოლიციელებმა მათზე დაკვირვება გააგრძელეს და ერთ-ერთ ქუჩაზე სახლის გაქურდვის შემდეგ რამდენიმე წუთში სამივე მამაკაცი დააკავეს.


„ეჭვმიტანილებმა გაქცევა სცადეს, თუმცა ჩვენმა თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს”, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა ჰარალდ სოროსმა.
ამჟამად საქართველოს სამივე მოქალაქე პატიმრობაში რჩება, პოლიცია სხვა საქმეებთან მათ კავშირს სწავლობს.


 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: interpressnews.ge

 

Related posts