ენძელა მაჭავარიანი ქოლგის შესახებ: ცისარტყელას ფერები სულიწმინდის სიმბოლოა

ქართული ოცნების დეპუტატი, ენძელა მაჭავარიანი პარტიის ყრილობაზე ცისარტყელას ფერებში გაწყობილი ქოლგით მივიდა. ცისარტყელას ფერები ლგბტ თემის სიმბოლოა. On.ge დაინტერესდა ჰქონდა თუ არა ამ ქოლგას სიმბოლური დატვირთვა.


“ეს არის ცისარტყელას ფერები, რომელიც სულიწმინდის სიმბოლოა და მაგიტომ მივედი”, – განმარტა ენძელა მაჭავარიანმა.


მოგვიანებით, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს ქოლგა მისი არ იყო და სიმბოლური დატვირთვა არ ქონია:


“ქოლგა შემთხვევით მომაჩეჩეს ხელში, არ მქონდა და რაც იყო ის იყო. არაფრის სიმბოლო არ იყო ამ შემთხვევაში.”


ყრილობის დაწყების გამო ენძელა მაჭავარიანმა On.ge-სთან სატელეფონო საუბარი გაწყვიტა, თუმცა ტექსტური შეტყობინება მოგვწერა და კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ ცისარტყელას ფერებში გაწყობილი ქოლგით გამიზნულად არ მისულა:


“ქოლგა უკავშირდებოდა წვიმას… მეტს არაფერს…”


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: on.ge

Related posts