პრეზიდენტის დავალებით, მისი წარმომადგენლები აქციაზე იმყოფებიან

გიორგი მარგველაშვილის დავალებით, პრეზიდენტის წარმომადგენლები პარლამენტის წინ, “თეთრი ხმაურის” მიერ ორგანიზებულ აქციას ესწრებიან. პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ საჭიროა გუშინდელი დღის შეფასება და პოზიციების შეჯამება:


“დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით პრეზიდენტის დავალებით, დღეს ნომერ პირველი ამოცანა არის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია. ამ ასობით ადამიანმა უნდა ისარგებლოს ამ პოზიციით, უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით. ცხადია, რომ ყველა ადამიანი უჭერს მხარს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ ბრძოლაში სამართალდამცველებს აქვთ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი, მაგრამ ეს ბრძოლა უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავად სამართალდამცველებმა რაიმე ფორმით არ დაარღვიონ საქართველოს კანონმდებლობა. ის, რაც მოხდა გუშინ, საჭიროებს შესწავლას, სხვადასხვა ფორმატით, როგორც უფლებადამცველების, ასევე სახალხო დამცველის და პარლამენტის მხრიდან. უნდა შეფასდეს ის, რაც მოხდა გუშინდელ დღეს. მინდა შევაჯამო, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებით უზრუნველყოფა. ცხადია, შსს-მ უნდა ებრძოლოს დანაშაულს, მათ შორის ისეთ მძიმეს, როგორიც არის ნარკოტიკების რეალიზაცია, მაგრამ ეს ისე უნდა განხორციელდეს, რომ არ დაირღვეს საქართველოს კანონმდებლობა”, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, კახა კოჟორიძემ.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: primetime.ge

 

Related posts