„გავერთიანდეთ ბასიანის გადასარჩენად" – კლუბი ბასიანი განცხადებას ავრცელებს

კლუბ „ბასიანის” დამფუძნებლები Facebook-ზე განცხადებას ავრცელებენ და გულშემატკივრებს შემოწირულობის შეგროვებას სთხოვენ.

„გავერთიანდეთ ბასიანის გადასარჩენად. გთხოვთ შემოუერთდეთ შემოწირულობას, იმისთვის, რომ დაეხმაროთ BASSIANI-ს გუნდს, რომ შევინარჩუნოთ სივრცე და დავიწყოთ სამართლებრივი დავები სახელმწიფოს მხრიდან წარმოებული ჩაგვრის წინააღმდეგ.


მსოფლიოს საცეკვაო კულტურის ერთ-ერთი აღიარებული კლუბი BASSIANI დახურვის საფრთხის წინაშეა.


ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბრძოლას უსამართლო სისტემისა და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ. უღრმესი მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. იდეებისა და ღირებულებებისთვის მიმდინარე ამ ბრძოლაში ჩვენ მხოლოდ ჩვენი სიმართლისა და თანამებრძოლების მხარდაჭერის იმედი გვაქვს” – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კლუბი ამჟამად არ ფუნქციონირებს.

11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა.


თეთრი ხმაურის მოძრაობა და ახალგაზრდები სამართალდამცველების მხრიდან სპეცოპერაციისას ძალის გადაამეტებას აპროტესტებდნენ. მათ აქციები იმ ღამესვე გამართეს. პროტესტი 12-13 მაისსაც გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა პარალმენტის წინ თავად შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა, რომელმაც მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: accent.com.ge

Related posts