ზაზა სარალიძის ინფორმაციით, შს სამინისტრომ სასამართლოსთან დაკავებული პირები გაათავისუფლა

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ის პირები გაათავისუფლა, ვინც დაკავებული ჰყავდათ, – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, ეს პირები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს სამართალდამცველებმა. სარალიძის თქმით, გახარია იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა მისი მეგობრები.


„როგორც გახარია გახდა იძულებული გაეთავისუფლებინა ჩემი მეგობრები, ისე შოთაძე გახდება იძულებული დაემორჩილოს ჩვენს მოთხოვნას და გადადგეს, არა მარტო გადადგეს, არამედ მიეცეს მართლმსაჯულებაში”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.


საპროტესტო აქცია პროკურატურასთან გრძელდება.


ზაზა სარალიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა 19:00 საათისთვის შემოურთდნენ აქციას პროკურატურასთან.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: interpressnews.ge

 

Related posts